"ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორი გიზო ჟორდანია, არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, რომელსაც დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, დღეს ოზურგეთის თეატრის სცენაზე ამზადებს პრემიერას." _ ამ ინფორმაციას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი ავრცლებეს.
_ ოზურგეთის თეატრის სცენაზე რეპეტიციაც, მასტერ კლასისა და მამაშვილური დიალოგების ფეიერვერკი ერთდროულად იმართება დღეს და ყოველდღე!
შემოქმედებითი პროცესები – ძიება, პაექრობა, გამარჯვება –ყოველდღე ახალი აღმოჩენებით გვანებივრებს, _ აღნიშნავენ თეატრში.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ინფორმაციით სპექტაკლის პრემიერა ივლისში გაიმართება.































































