მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენლს დავით რობაქიძეს და დაბის მაჟორიტარ დეპუტატს ბიძინა იმნაიშვილს ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
გამგებლის წარმომადგენელი დავით რობაქიძე დღეს იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთში და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. არსებობს ფაქტის ამსახველი ფოტომასალა და უამრავი მოწმე, რომლებიც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ.
რაც შეეხება, საკრებულოს წევრს, დეპუტატ ბიძინა იმნაიშვილს, ის იმყოფებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, რაც დაუდასტურა კიდეც ერთ-ერთ ჟურნალისტს.
წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე გამგებელს და დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდა, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეყავთ შეცდომაში და ეს პირველი შემთხვევა არ არის.
(R)