https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კანონის სახელით უკანონოდ შელახული უფლებები ანუ “ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა”

3:06; 5.06.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამასთან, უკიდურესად დაზარალებულ მოქალაქეებს, რომელსაც სახლი დაეწვათ ან მეწყერმა დაუნგრია, “უფლება” მისცეს, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ნებართვით, სამასალე მორი დაემზადებინათ.

საშეშე მერქნისა და სამასალე მორის დამზადება მოსახლეობას უკიდურესად მძიმე ვითარებაში მოუხდა _ ტყეკაფი სამანქანე გზებიდან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში მიეზომათ. საწვავის შეძენა, ავტომანქანის, შეშისმჭრელების დაქირავება ნასესხები ფულით ზოგმა შეძლო, უმეტესობამ, ცხადია, ვერ მოახერხა და ამჯობინა “პრეზიდენტის საჩუქარი”, ნომინალურ ფასად მაინც გაეყიდა. ამას მოჰყვა სახერხი ქარხნების არაერთგზის შემოწმება, დაყადაღება, საბოლოოდ კი, დალუქვა. მოსახლეობას ურჩიეს “სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ” და ზამთარშიც სამართლის იმედით გამთბარიყვნენ… ასე გავიდა არა ერთი ზამთარი.

ამ ყველაფრის ოფიციალური მიზეზი, კანონის დარღვევით გაკეთებული საბუთები და მოჭრილი ხეები გახლდათ. რამდენიმე წელია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ, სიმართლე გაირკვევა, თუმცა, გამოძიების დასასრულს ბოლო არ უჩანს. დღემდე არავინ იცის რეალური მიზეზი, თუ რატომ წაართვა ადამიანებს ხელისუფლებამ მისივე ნებართვით მოჭრილი ხეები და სად წაიღეს შემდგომში ისინი. დაზარალებულებმა იციან მხოლოდ ის, რომ დახარჯეს ფული, იწვალეს და შემდეგ ვიღაცამ წაართვა. თუმცა სად, რისთვის და რა უფლებით, ეს ყველასთვის უცნობია.

2010 წლის დასაწყისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ჩვენ გაზეთთან საუბრისას ამბობდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ, კუთვნილ მორებს მიიღებდნენ.

შემდგომ, 2011 წლის 7 აპრილს, იყო კიდევ ერთი დაპირება, რომ ადამიანები, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ, სამასალე და საშეშე მორს აუცილებლად მიიღებდნენ. ამ დაპირებას წინ ინციდენტი უძღოდა _ 2011 წლის 7 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჩოხატაურში, დავით ბარამიძის სახერხზე თავმოყრილი მასალა წაიღო.

მაშინ სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ხალხის ფულით მოჭრილი სამასალე მორი სახელმწიფოს კუთვნილებაში სასამართლოს 2010 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით გადაეცათ. თუმცა, ვერ აგვიხსნეს, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ მორების მეპატრონეებს ან სახერხის მფლობელს.

ბარამიძის კუთვნილ სახერხზე იმ დროს 46 ადამიანის სამასალე მორი ეწყო. არც ერთი მათგანი სასამართლოზე არ დაუბარებიათ. ისინი საკუთარი სურვილით ქუთაისის პროკურატურაში ჯერ კიდევ 2009 წელს ჩავიდნენ და სიმართლის გარკვევა კანონის ზედამხედველებისგან მოითხოვეს, თუმცა ეს თხოვნები, როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერი, მხოლოდ თხოვნად დარჩა.

2011 წლის 7 აპრილს, მასალის მეპატრონეებმა სცადეს, საკუთრება დაეცვათ და მორები სააგენტოს წარმომადგენლებისთვის არ გაეტანებინათ, თუმცა, ადგილზე მოსულმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა: _ თქვენ არ დაზარალდებით. ვიცით, რომ არაფერ შუაში არ ხართ. რაღაც დოკუმენტაციაა გასარკვევი. ზოგი ყალბი არისო. თქვენი ვიცი, რომ არ არის ყალბი. ახლა აქ რომ ვიდგეთ, ვერაფერს ვიზამთ. თქვენთან შეხვედრა გუბერნატორს უნდა და წამობრძანდით გამგეობაში, ის გაგარკვევთ ყველაფერში. ამ მორების რაღაც ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ჩვენ შევისწავლით თქვენი ოჯახების მდგომარეობას და დაგეხმარებით. გამორიცხულია, რომ თქვენ დაზარალდეთ, _ მიმართა სახერხზე შეკრებილ ადამიანებს ხუნდაძემ და ისინი, საკუთარ კაბინეტში, გუბერნატორთან შესახვედრად წაიყვანა.

ამ შეხვედრას “გურია ნიუსი” არ დაასწრეს, თუმცა, როგორც გავიგეთ დაპირებები უხვად დარიგდა:

_ ბატონი ვალერი დაგვპირდა, დავაკმაყოფილებთ იმ ადამიანებს, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და ჩვენ გვჯერა, გვინდა, რომ დავიჯეროთ, _ ამბობდნენ ერთი წლის წინ ადამიანები, რომელთა უფლებები კანონის სახელით უკანონოდ შელახეს.

იმავე დღეს, ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას გუბერნატორი, თუ სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, და ეს დაპირებაც, სხვა მრავლის მსგავსად, ხომ არ დარჩება მხოლოდ დაპირებად, ჩიტაიშვილმა გვიპასუხა:

_ მე ამ ადამიანებს ვუთხარი, რომ მომიტანონ დოკუმენტაცია და თუკი ყველაფერი სწორად იქნება, მათ გვერდში დავდგები.

როგორც მოვიკვლიეთ, გუბერნატორთან ყველა საჭირო დოკუმენტაცია გაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ. ამ ადამიანებისთვის, არც საშეშე და არც სამასალე მორი არავის დაუბრუნებია.

დღეს ამ საკითხზე საუბარი მხარის პირველ პირს, როგორც ჩანს, არ სურს. ვალერი ჩიტაშვილმა, როგორც კი ჩვენი შეკითხვა მოისმინა, რომელიც მის მიერ უხვად დარიგებულ დაპირებებს და წართმეულ მორებს ეხებოდა, მოუცლელობა მოიმიზეზა და შემდგომში დარეკვის დაპირებით ტელეფონი გაგვითიშა. ეს დაპირებაც, სხვა დანარჩენის მსგავსად დაპირებად დარჩა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით კი, ამ საკითხს ახლა არკვევენ (?!).

_ ბატონო ანტონ, 2011 წლის 7 აპრილს, დავით ბარამიძის სახერხზე შეკრებილ ადამიანებს, რომელსაც საკუთარ ქონებას ართმევდნენ, თქვენ დაჰპირდით, რომ აუცილებლად დაეხმარებოდით. თქვენვე უთხარით, რომ ისინი კუთვნილ მორებს აუცილებლად მიიღებდნენ. ისიც აღნიშნეთ, რომ წართმეული მორების ნაწილი მუნიციპალიტეტს გადაეცა. შემდეგ ის ადამიანები გუბერნატორთან შესახვედრად წაიყვანეთ და იქაც დაპირებები მიეცით… მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა, არც ერთი დაპირება არ შესრულებულა _ ამ ადამიანებს დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი მორები…

_ ახლა ვარკვევთ მაგ საკითხს.

_ ახლა? ერთი წლის შემდეგ არკვევთ?

_ დიახ. ახლა ვამოწმებთ, ვის სჭირდება, ვის არა და ვინ რა მდგომარეობაშია, _ გვითხრა ხუნდაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია როდის დასრულდება “გარკვევის” პერიოდი.

ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებამ საკუთარი ქონება (ამას მათ ხელთ არსებული დოკუმენტები მოწმობენ) ყოველგვარი ახსნა-განმარტების და კანონიერი საფუძვლების გარეშე წაართვა, მხოლოდ ერთ კითხვას სვამენ _ რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას “გურია ნიუსი” რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ამ კითხვას ნაწილობრივი პასუხი ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გასცა:

_ “ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა”, _ მკითხველმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დავით ბარამიძის სახერხზე დაწყობილი დამპალი მორები ნახა.

ბარამიძის სახერხზე, დღეს რამდენიმე ათეული სამასალე მორი აწყვია… ისინი ახლა შეშადაც კი არ გამოდგება.

არადა, ოფიციალური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შეშით უზრუნველყოფის მოთხოვნით 253 ადამიანმა მიმართა. აქედან, 173 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

შესაბამისად, 80 ადამიანი 2 ზამთრის განმავლობაში უშეშოდ დარჩა მაშინ, როცა, სახერხზე უამრავი მასალა დაალპეს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბარამიძის სახერხზე მიზანმიმართულად დამპალი წიფლის ხის მასალა ერთ ოჯახს ჭერს მაინც გაუმაგრებდა და ერთი ოჯახი მაინც, ზამთარში წვიმის, თოვლის და ქარისგან დაცული იქნებოდა.

ასეთი ადამიანების რიცხვი კი ჩოხატაურში ძალიან დიდია _ არაოფიციალური მონაცემებით, სახლის სასწრაფოდ შეკეთებას ჩოხატაურში 1 000-მდე ოჯახი საჭიროებს. მათ შორის ის 46 ადამიანია, რომელსაც ხელისუფლებამ წვალებით და ნასესხები ფულით მოჭრილი და სახერხზე ჩამოტანილი სამასალე მორები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაართვა.

P.S. “ჩვენთვის მთავარია, ზოგადად საქმე ვაკეთოთ, როგორც არჩევნების დროს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ისიც არ შეიძლება, ადამიანებმა ვერ დაინახონ, რა კეთდება ან არ დაინახონ. ბევრი რაღაცეები კეთდება, ბევრი გაკეთდება, ბევრი გასაკეთებელი იქნება. ეს ცოცხალი პროცესია, რომელშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ერთი ადამიანის მიერ რთულია ყველაფრის კეთება(?!). ყველა გურული უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გააკეთოს კიდევაც!” _ ეს სიტყვები ვალერი ჩიტაიშვილს ეკუთვნის _ გუბერნატორმა გურულებს ასე 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა.

და მართლაც, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მთავარია საქმე აკეთონ, თუმცა, ის მხოლოდ “ზემოდან” მიღებულ დირექტივებს ასრულებს პირნათლად; მართალია ისიც, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია _ ბახმაროში წართმეული მიწების, კუთვნილი სამასალე და საშეშე მორების გარდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა წასართმევი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც; და მართალია ისიც, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ვის მისცენ ხმა!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბანკის ვალით დახრჩობას თავის ჩამოხრჩობას ამჯობინებს

კუბლაშვილის "ნათელი მომავალი" _ ოცნება ლაზიკაზე

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო