ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გახსნა ზოგიერთი საარქივო საიდუმლო დოკუმენტი, რომლებიც ამყარებს ვერსიას იმის შესახებ, რომ 1947 წელს, ნიუ-მექსიკოს შტატის სოფელ როზუელში ჩამოვარდა უცხოპლანეტელების რამდენიმე მფრინავი აპარატი. ამ ვერსიის თანახმად, როზუელის ავიაბაზაში ხელისუფლება საიდუმლოდ იკვლევდა უცხოპლანეტელი პილოტების გვამებს, რაზეც მიუთითებს პრესაში გაჟონილი ფოტოები, თუმცა, სკეპტიკოსები ეჭვობენ, რომ ეს სურათები ნამდვილია.
ასეა თუ ისე, დოკუმენტებიდან, რომლებიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საიტზე წარადგინა, გამომდინარეობს, რომ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრების ხელში ნამდვილად აღმოჩნდნენ დაღუპული უცხოპლანეტელები.
მაგალითად, აგენტი გაი ჰოტელი, მოხსენებაში, სათაურით "მფრინავი თეფშები", ატყობინებს "გ.ფ.ბ-ს" დირექტორს, რომ "სამი მფრინავი თეფში იპოვეს ნიუ-მექსიკოში" და იგი მიუთითებს სამხედრო-საჰაერო ძალების გამომძიებელზე, რომელმაც გაუზიარა მას ეს ინფორმაცია.
"ისინი აღწერეს როგორც წრიული ფორმის ობიექტები, დიამეტრით 15 მეტრი. თითოეულ მათგანში იყო ადამიანის სილუეტის მსგავსი სამი სხეული, ოღონდ, სიმაღლით 90 სანტიმეტრი, – წერდა აგენტი. სხეულებს ეცვათ ძალზე თხელი სტრუქტურის ლითონის ქსოვილი, რომელიც მფრინავ-გამომცდელების კოსტიუმს მოგვაგონებდა". ინფორმატორმა, რომლის სახელი საიდუმლოდ დარჩა, ჰოტელს შეატყობინა, რომ მფრინავი თეფშები დაიმსხვრა ნიუ-მექსიკოში. რადგან ხელისუფლებას იქ აქვს ძალზე ძლიერი რადარი და მფრინავი თეფშების მართვის მექანიზმები რადარის გამოსხივებამ დააზიანა.
უფოლოგები ძალზე გაახარა ამ დოკუმენტების სააშკარაოზე გამოტანამ, კერძოდ, ამოს ბრიტანელი ექსპერტი ნიკ პოუპი აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია ინფორმაციის სინამდვილეში, რომელსაც შეიცავს გამოქვეყნებული დოკუმენტები და შეიძლება ისინი, უცხოპლანეტელების არსებობის დამამტკიცებელ საბუთად ჩაითვალოს.