ის ქობულეთის გამგებლად 2011 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა. მისი ავტობიოგრაფიული მონაცემები ასეთია:
1983-1988 წლებში სწავლობდა მოსკოვის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.
1989 -1990 წლებში იყო ბათუმის ცენტრალური გადამტვირთავი ნავთობბაზის შრომის ნორმირების ინჟინერი.
1990-1993 წლებში – ქ. ბათუმის ცენტრალური გადამტვირთავი ნავთობბაზის დირექტორის მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში
1993-1994 წლებში – ქ. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საგეგმო-ეკონომიური განყოფილების უფროსი
1994-2004 წლებში – შ.პ.ს. ბათუმის ნავთობბაზის მთავარი ინჟინერი
2007-2008 წლებში – ქ. ბათუმის ცხიმკომბინატ შ.პ.ს. “ბათოილის” დირექტორი.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად პროპორციული წესით ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
2009 წლის 16 სექტემბრიდან გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” გელა ცხომელიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო გელა, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდიდან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ქობულეთში თქვენ იქნებით “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, უკვე მიიღეთ შემოთავაზება?
_ საიდან გაიგეთ, მე თვითონ არაფერი არ ვიცი. ვინ გითხრათ?! ეს არის ვიღაცეების მოსაზრება. ასეთი რაღაცა მეც ჭორის დონეზე მაქვს გაგებული. ძალიან გთხოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება.