საფეხბურთო ჩემპიონატი "ევრო-2016" ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას. აღნიშნული განცხადება BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გააკეთა.
"ევრო-2016-ის ჩაშლის საფრთხე არსებობს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, როგორც მონაწილეებს, ასევე მათ ვინც მონაწილეობას გეგმავს ღონისძიებაში, რომ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა ჩემპიონატი ინციდენტების გარეშე ჩატარდეს და საერთო პოპულარული ფესტივალი იყოს,"_განაცხადა ოლანდმა.
გავრცელებული ცნობით, სტად დე ფრანსისა და სანტ დენისს შორის მოძრავი მატარებლის მძღოლები, შრომის კანონებში შესული ცვლილებების გამო გაფიცვით იმუქრებიან.
როგორც ცნობილია, სანტ დენისში საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებს პირველი მატჩი აქვთ გასამართი.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, თუ პრეზიდენტი სატანადო ბრძანებას გასცემს, მატარებლები ფეხბურთის გულშემატკივრებს მატჩის გახსნის დღეს ჩვეულებრივად მოემსახურებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანაში ტერაქტის საფრთხის გამო, უშიშროების სამსახურს სპეციალური ზომები აქვს მიღებული.
როგორც ცნობილია, საფეხბურთო ჩემპიონატს, ევრო-2016-ს, საფრანგეთის 10 სტადიონი უმასპინძლებს.
ამავე თემაზე:
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა
ტერაქტის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი მობილური აპლიკაცია შექმნეს