"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ლეიბორისტული პარტია" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ნათია შარაშენიძის კანდიდატურის წაყენებას აპირებს.
"ამ ეტაპზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. პარტიაში ახლა მიმდინარეობს კანდიდატებთან დაკავშირებით მუშაობა.“ – გვითხრა ნათია შარაშენიძემ.
ჩვენს კითხვაზე, იხილება თუ არა მისი კანდიდატურა, ნათია შარაშენიძემ ასეთი პასუხი გაგვცა.
"სავარაუდოდ, პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა ჩემს კანდიდატურაზე. დაველოდოთ მოვლენებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება ცნობილი" – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ნათია შარაშენიძემ.