"ტკივილი ისევ ცოცხალია, ჭრილობები ღია, თბილისელი ახალგაზრდობის ერთსულოვნებით გამოწვეული აღფრთოვანება ისთივე მძაფრია, როგორც იმ ღამეს _ ერთი წლის წინ" _ 13 ივნისის ტრაგედიის წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშენილი:
_ "ერთი წელი ჩემი ძვირფასი ქალაქისათვის უმძიმესი დღიდან.
ტკივილი ისევ ცოცხალია, ჭრილობები ღია, თბილისელი ახალგაზრდობის ერთსულოვნებით გამოწვეული აღფრთოვანება ისთივე მძაფრია, როგორც იმ ღამეს _ ერთი წლის წინ.
ამ მძიმე წუთებში ყველანი დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვართ.
თუმცა ტრაგედიამ არ უნა დაგვავიწყოს მადლიერება.
დღეს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამხედროს ვინც თავდაუზოგავად იშრომა კვირების განმავლობაში დედაქალაქის დასაბრუნებლად!" _ წერს ხიდაშელი.