ზვიად ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, სასამართლომ "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
ლერი წულაძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, ზოგის აზრით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გამოიტანა, ზოგიც ამას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს. ალბათ, საქმე სტრასბურგამდეც მივა და მაშინ კი ნამდვილად გავარკვევთ, რასთან გვაქვს საქმე.
რუსუდან მანაგაძე, ლანჩხუთი:
_ ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ისაა, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისგან.
ზაზა კილაძე, ლანჩხუთი:
_ ვერაფერს გეტყვით, არ ვფლობ ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას.
ლიანა მეგრელიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, მაგ საკითხში ვერ ვერკვევი.
კოტე ონიანი, ოზურგეთი:
_ არა, არ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება.
რუსუდან ბოლქვაძე, ჩოხატაური:
_ სასამართლომ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. "რუსთავი 2" კარგი ტელევიზიაა _ არ უნდა მოიშალოს და არც მოშლიან. მჯერა, რომ იქნება "რუსთავი 2", "იმედიც" და სხვა ტელევიზიებიც, რომლებიც მაყურებელს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან.
გურამ თავართქილაძე, ჩოხატაური:
_ არა, ნამდვილად არა.
ნევრასტან ჯიქია, ჩოხატაური:
_ არ ვიცი.
დავით ლობჟანიძე, ოზურგეთი:
_ არ ვიცი არაფერი. ვერ ვერკვევი მაგ საკითხში.
გერმანე ხომერიკი, ოზურგეთი:
_ ჩემი აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ბოლომდე ვერ ვერკვევი ამ საკითხში.
ელგუჯა ურუშაძე, ოზურგეთი:
_ მე მგონი კი, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.