საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში 2015 წელს 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას დუმილით პატივი მიაგო, _ აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაკარგულად ითვლება.
VESTNIK KAVKAZA-ს ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ახალდაბაში მიწის ჩამოშლამ მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც თბილისის ზოოპარკი დაინგრა, ცხოველების უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო 50-მდე მტაცებელი ქალაქის ქუჩებში დახოცეს.
მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მაშველი ოფიცრის, ზურაბ მუზაშვილის ძალისხმევა და თავგანწირვა გაიხსენა.
როგორც ცნობილია, მუზაშვილმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლო.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დღევანდელ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა განიხილეს, რაც ითვალისწინებს გადარჩენილი ოფიცრებისა და მეხანძრეებისთვის უკეთესი სოციალური პაკეტების შეთავაზებას.
ამ ინიციატივის მიხედვით, თუ ოფიცერი საქმის შესრულების დროს დაიღუპება მისი ოჯახის წევრები დაუყონებლივ 100 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნახევარ თვის შემდეგ 1 000 ლარს.
მაუწყებლის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში ერთ-ერთი ქუჩა ზურაბ მუზაშვილის სახელობის იქნება.
გავრცელებული ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში მსხვერპლთა მოხსენიების ცერემონია გაიმართება.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღდგენილმა თბილისის ზოოპარკმა დღეს ევროპის რამდენიმე ზოოპარკიდან 45 ცხოველი მიიღო.
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძეს თქმით, ერთ წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ზოოპარკი სრულიად ფუნქციონირებს და ახალი ცხოველები ჰყავს. მან მძიმე დროს გაწეული თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.