საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას "გურია ნიუსი" ესაუბრა, წლევანდელ სეზონზე თხილის ღირებულების შესახებ, კერძოდ, მოიმატებს თუ არა ასე დაცემული თხილის ფასი, რა მდგომარეობაა დღეისთვის მსოფლიო ბაზარზე და რა რეგულაციები დაწესდება იმის გამო, რომ თხილის მიმღებმა კერძო პირებმა უხარისხო თხილი არ ჩაიბარონ და შესაბამისად, არ აურიონ საღ თხილში. ცნობილია რომ, გასულ წელს ამის მრავალი მაგალითი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასის ვარდნაზე.
"თხილის ფასთან დაკავშირებით რა მოხდება წელს, დანამდვილებით ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, ფასი ძალიან არ მოიმატებს და მიზეზი ის იქნება, რომ დღეს არსებული ინფორმაციით მსოფლიოში დიდი მარაგია არსებობს. ვფიქრობ, მაღალი მარაგები გავლენას იქონიებს ფასზე. რაც შეეხება თხილის ხარისხის დაცვას, წელს მივიღეთ რეგლამენტი, რომლის თანახმად დავიწყებთ კონტროლს. მსგავსი რამ არ მოხდება და წინააღმდეგ შემთხვევაში გახორციელდება ადეკვატური ღონისძიებები."-განაცხადა ოთარ დანელიამ.