"ისლამურმა სახელმწიფომ" ორლანდოში, გეი კლუბში მომხდარ მასიურ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო თავდამსხმელი, ომარ მატინი პოლიციამ მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები კლუბში სამ საათიანი ალყის შემდეგ შეიჭრნენ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ტერორისტული აქტი დაგმო.