ამბროლაურის რაიონში არსებული საწარმო, შპს "GEO-FLOWER" -ი ველური ვაშლის, მოცვის, ქაცვის, ძირტკბილას, ველური მსხლის, მანდარინის ჩირს და ასევე ძირტკბილას მშრალ ფესვებს აწარმოებს. საწარმომ 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და შენობა კაპიტალურად გაარემონტა. ამ გარემოებამ უდიდესი სტიმული მისცა ადგილობრივი მცხოვრებთ (აქ მუდმივად 42 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი 200 კაცი საქმდება), საკუთარი თავი ეპოვათ და შრომაში ჩაბმულიყვნენ.
არაერთი ადგილობრივი მკვიდრი, მედიატურის დროს, კითხვის დასმის გარეშე მოვიდა ჟურნალისტებთან და თქვეს, რომ რაჭაში უჩვეულო გამოცოცხლებაა, დასაქმების კერა გაჩნდა არაერთი მიმართულებით, რისთვისაც მადლიერი არიან.
ჩირის საწარმოში დამზადებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, საექსპორტოდ, კონკრეტულად, გერმანიაში, 300 ტონა ჩირის გარდა, 300 ტონა ძირტკბილას მშრალი ფესვების ექსპორტიც ხორციელდება.
როგორც ცნობილია, ქართული ძირტკბილა მსოფლიოში საუკეთესოა იმით, რომ აქ ხელუხლებელი ბუნებრივი მარაგია, რომელიც არასდროს მოუთხრიათ. ცნობილია ისიც, რომ მეორედ მოთხრისას ხარისხი უარესდება.
ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს საქაროზას, გლუკოზიდებს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ მედიცინაში, ასევე კულინარიასა თუ ლუდის წარმოებაში.































































