ლევან ვასაძის განცხადებით ტელევიზიები საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან. ვასაძე ამბობს რომ, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს მასმედია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
"რუსთავი 2"- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა …"რუსთავი 2", ისევე როგორც "იმედი" და ნაწილობრივ "პირველი არხი "სხვა დანარჩენ ე.წ . მეისტრიმ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად, არის საქართველოს დაუძინებელი მტერი! "რუსთავი 2" არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბნელი წარმომადგენელი იმ დეკადენსის, ქართული ეკლესიის აბუჩად აგდების, ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის საქმეში რაც ნიადაგ გვესმის! ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლოს ე.წ. უფლებადამცველები უნდა ვაჭყივლოთ და საქართველო ამ ჭინკების ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში უნდა ჩამოვაქვეითოთ! ეს უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ,რომ ფანატიკოსი დიქტატორები ვართ, არამედ იმიტომ ,რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი დროშის ქვეშ დგანან . მყრალი ლიბერალები, რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ! ჩვენი ერი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით არის გადაშენების გზაზე! ყველაზე გარყვნილი, ყველაზე უსინდისო, ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან გამუდმებით შხამავენ ჩვენს შვილებს, მთელ ქართველ ერს და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს! ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამის განცხადებისა!"_ აცხადებს "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ვასაძე.