ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის შესახებ მსჯელობა ნაადრევია.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ტექნოპარკში განუცხადა.
"ჯერ უნდა დასახელდნენ მაჟორიტარები, დამტკიცდეს სია და შემდეგ დაიწყოს მსჯელობა პარლამენტის თავმჯდომარეზე."-განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის გამორიცხავს ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ამბობს რომ "ლიდერი ახლა კვირიკაშვილია და ყველაფერს სწორად გააკეთებს".