ჩრდილოეთ სირაში ქვეყნის სამხედრო ძალებმა და თურქეთის საზღვარზე მყოფმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საომარი ქმედებების შედეგად ისლამური სახელმწიფოს 10 მებრძოლი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები თურქეთზე აპირებდნენ იერიშის მიტანას.