ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება დაიწყო. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ოზურგეთელი ფეხბურთის მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი უკვე რვავე სოფელში იმყოფებოდა.
"საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე. პროექტ "ბურთი და მოედანი" ქვია. პროექტში თანადაფინანსებით შემოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დაბა ურეკში, შრომაში, კოჭკანთში, ლაითურში, ნატანებში, მერიაში, გურიანთაში და შემოქმედში უკვე დასრულებულია საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება. თითოეულ სოფლის გუნდს გადაეცა 1000 ლარის ფორმა-ინვეტარი. ხოლო თვის ბოლოს კი დაიწყება ტურნირების ჩატარება."– გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა
მისივე თქმით, სოფლებში ბავშვთა გუნდების ჩამოყალიბება ფეხბურთის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას შეუწყობს ხელს.