"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტიის ოფისში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წარდგენა სტუდენტებისა და მოხალისეების წინაშე მოხდა.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დღეს დაიწყო მოხალისეების პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან სტუდენტები და ახალგაზრდები. ისინი წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობას" აგიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.