რამდენიმეწუთიანმა გადაუღებელმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩები და გადაადგილება ჭირს.
ამ წუთებში სოციალურ ქსელში საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ქუჩა მთლიანად დატბორილია.
მოქალაქე ქეთევან კობიაშვილი, რომელიც ამ ფოტოების ავტორია, სოციალურ ქსელში წერს, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მოკლე ხანში გაივსო დოლიძის ქუჩა წყლით.
კობიაშვილის პოსტს სხვა მოქალაქეებიც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის ქუჩაც დატბორილია.
"გურია ნიუსი" კობიაშვილის მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ ფოტოებს გთავაზობთ.