რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ცენტრალურმა ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალ გურამ ოდიშარიას წიგნის _ "პრეზიდენტის კატა" _ პრეზენტაცია.
შეხვედრას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების გარდა, დედაქალაქიდან მწერალთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნუნუ ენუქიძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა გურამ ოდიშარიას შემოქმედება. თავის მხრივ კი, მწერალმა ლანჩხუთელ მკითხველებთან შეხვედრისას იმ ურთიერთობებზე ისაუბრა, რაც ლანჩხუთთან აკავშირებს.