ნიგერიაში,საჰარას უდაბნოში, ალჟირის საზღვართან ახლოს 34 მიგრანტის სხეული აღმოაჩინეს, მათ შორის 20-მდე ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაზუმ მუჰამედის განცხადებით, მიგრანტები წყურვილისგან დაიხოცნენ, მას შემდეგ, რაც ისინი კონტრაბანდისტმა მიატოვა.
როგორც ცნობილია, ნიგერია მიგრანტებისთვის ძირითადი მარშრუტია აფრიკიდან ევროპაში ჩასასვლელად.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს აღნიშნული მარშრუტის გავლა 120 000-ზე მეტმა მიგრანტმა შეძლო.