ეთიოპიაში საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ამერიკის ადამიანის უფლება დაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს
ამერიკის ადამიანთა უფლება დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ეთიოპიის უსაფრთხოების ძალებმა ბოლო დროს ანტი სამთავრობო დემონსტრაციებზე 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 300-ზე მეტი ორომოში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, მომხდარს გამოიძიებენ და პასუხისმგებლებს დასჯიან.
როგორც ცნობილია, ეთიოპიაში მოსახლეობის ბოლო აღწერა 2007 წელს ჩატარდა.
აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის 74 მილიონი მაცხოვრებლიდან, 25 მილიონი ორომოში ცხოვრობს.