ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითსა და დვაბზუში ამ წუთებში პოლიციას საავტომობილო გზები აქვს გადაკეტილი და გამვლელ ავტომანქანებს საგულდაგულოდ ამოწმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამაში განსაკუთრებული არაფერია:
"ეს არის საპოლიციო კონტროლი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პოლიციის კანონის შესაბამისად, მსგავსი კონტროლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება," _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში