THE WASHONGTON POST საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების შესახებ თინათინ ხიდაშელის ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ში შესვლის სურვილით გამოწვეულ მოუთმენლობას ვერ მალავს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლობირებს, რომ საქართველოს "წევრობის სამოქმედო გეგმა," იგივე MAP გადასცენ.
"გურია ნიუსი" THE WASHONGTON POST-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველოსთვის MAP -ის მიცემა ალიანსში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე დადგომას ნიშნავს. ამით ასევე დასრულდება საქართველოს უსაფრთხოების ვაკუუმი, რომელიც მთლიანად დაუცველი იყო, როდესაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, 8-9 ივლისს, ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის გადაცემის საკითხი არ განიხილება.
"ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა საქართველოს მხარს უჭერს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ალიანსის გაფართოების საკითხებს დეკემბერში განიხილავენ, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი მისცემენ თუ არა საქართველოს დეკემბერში MAP-ს,"_განაცხადა გამოცემასთან საუბრის დროს ანონიმურმა წყარომ.
მაუწყებლის ცნობით, ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანა ჯერ კიდევ კორუმპირებულია და საქართველოსთან შედარებით ნატო-ს თავდაცვის მისიებში ნაკლებად მონაწილეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ძირითადად გერმანია და საფრანგეთი არ უჭერენ მხარს.
მაუწყებლის ცნობით, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ალიანსში შესვლა რუსეთთან ომს გამოიწვევს და ასევე სჯერათ, რომ საქართველო დაუცველია რუსეთთან ომში.
THE WASHONGTON POST -ის ინფორმაციით, ხიდაშელი იმედგაცრუებულია, რადგან ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთს შეუძლია ვეტო დაადოს საქართველოს თავდაცვის სისტემას.
"რუსეთის შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ფიქრობენ, შეშფოთებას გამოთქვამენ, მაგრამ რა სურს ნატო-ს ძალიან ცოტა დრო ეთმობა, რაც ნატო-ს დაპირების შესრულებაზე, საქართველო ალიანსის წევრად გახდომის საკითხზე ისახება,"_განაცხადა ხიდაშელმა.
მაუწყებლის ცნობით, ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში, 2008 წლის მარტში, გერმანიამ და საფრანგეთმა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ვეტო დაადო, ხუთი თვის შემდეგ კი ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა, რამაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაუტოვა კითხვა შეაჩერებდა თუ არა კრემლს, საქართველოს რომ MAP ჰქონოდა ან ალიანსის წევრი ყოფილიყო.
ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არის ნატო-ს მიერ გადადგმული წინდაუხედავი ნაბიჯი რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისა და საქართველოს მიმართ.
"საქართველოსთვის MAP -ის არ მიცემა რუსეთს და ნებისმიერ სხვა მოთამაშეს წაახალისებს, რომ მათ შანტაჟს სხვებიც ვერ გადაურჩებიან,"_ამბობს ხიდაშელი.
THE WASHONGTON POST -ის ინფორმაციით, გერმანია თვლის, რომ "ქართული ოცნება," რომელიც ქვეყანაში მმართველი კოალიციაა, ბევრს არაფერს აკეთებს მაფიის შესაჩერებლად. კრიმინალური ბანდები ევროპაში შესვლას ახერხებენ, რის გამოც გერმანია ზარალდება.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ნატოსადმი მხარდაჭერა დაეცა და 81 პროცენტიდან 69 პროცენტზე ჩამოვიდა.
"პრორუსული პარტიები შეძლებენ გამოიყენონ ეს სიტუაცია,"_აცხადებს ხიდაშელი.