https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

    ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

    ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიარეისები გაუქმდა (უცხოეთი)

    ორი ნავი ჩაიძირა – ოთხი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ინდონეზია)

    რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

    ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

    ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიარეისები გაუქმდა (უცხოეთი)

    ორი ნავი ჩაიძირა – ოთხი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ინდონეზია)

    რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა დაადგინა ევროსასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე

19:06; 17.06.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

"გურია ნიუსი" ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება 2013 წელს ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის შესაბამისობის საკითხს ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

§  იყო თუ არა სასამართლოს შეფასებით წინასწარი პატიმრობის გამოყენება  საფუძვლიანი ?

სასამართლოს შეფასებით წინასწარი პატიმრობის გამოყენება  საფუძვლიანი იყო. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისს ადგილობრივი სასამართლოების მიერ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა იყო დასაბუთებული,  კანონიერი და ემყარებოდა განჭვრეტად საკანონმდებლო ნორმებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მერაბიშვილს ჰქონდა სავარაუდოდ ყალბი საერთაშორისო პასპორტი, ამასთან მის საკუთრებაში აღმოჩნდა  დიდი რაოდენობის ნაღდი ფული, ხოლო მისმა მეუღლემ სწრაფად დატოვა საქართველო მას შემდეგ რაც მერაბიშვილი დაბარებულ იქნა გამოძიების მიერ. ასევე, მოსარჩელემ სავარაუდოდ განახორციელა ზეწოლა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე და პოლიციის ოფიცერზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამოძიების სათანადოდ წარმართვის ხელშეშლის საფრთხეები და შესაბამისად წინასწარი პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა სასამართლომ არ დაადგინა.

§  იყო თუ არა დასაბუთებული წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება ადგილობრივი სასამართლოების მიერ?

სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება ადგილობრივი სასამართლოების მიერ არ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენებიდან 4 თვის გასვლის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაასაბუთა წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება და განმარტებების გარეშე უარი უთხრა აპლიკანტს წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე. ამ კუთხით სასამართლომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა დაადგინა.

§  გამოიყენებოდა თუ არა წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმური მიზნების  მიღწევის გარდა, სხვა “ფარული მიზნების” მისაღწევად (კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა) ?

სასამართლომ დაადგინა, რომ საგამოძიებო ორგანოები წინასწარ პატიმრობას კონვენციასთან შესაბამისი მიზნების მიღწევასთან ერთად, ასევე იყენებდნენ არაკონვენციური მიზნებისთვისაც. ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანს წარმოადგენს არ მისცეს სახელმწიფოებს შესაძლებლობა ადამიანის უფლებების შეზღუდვას გამოიყენონ კონვენციასთან შეუსაბამო „ფარული მიზნების” მისაღწევად.

მოსარჩელის მტკიცებით, მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის რეალურ მიზანს მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება და ამით მისი პარტიის პოლიტიკური შესუსტება წარმოადგენდა. ამის დასადასტურებლად ვანო მერაბიშვილს სარჩელში მოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ინსტიტუციების და არასამთავრობო ორგანიზაციების  განცხადებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მხედველობაში იღებს ზოგად პოლიტიკურ კონტექსტს, თუმცა, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. სასამართლოსთვის გადამწყვეტია კონკრეტული სამართლებრივად დადგენადი ფაქტები და შესაბამისად იგი ვერ დაეყრდნობა სხვადასხვა პოლიტიკურ შეფასებებს.

სასამართლომ ამგვარ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ფაქტად მიიჩნია, მოსარჩელის ციხის საკნიდან გაყვანა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით, რათა მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ამგვარ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რადგანაც: 1) მოსარჩელე დეტალურად და დამაჯერებლად აღწერდა შემთხვევის დეტალებს და მზად იყო საგამოძიებო ორგანოებთან სათანამშრომლოდ. 2) სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ უზრუნველყო სათვალთვალო კამერების მიწოდება, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო აღნიშნული ფაქტი. 3) მაღალი თანამდებობის პირები, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწინააღმდეგებოდნენ აპლიკანტის განცხადებების საფუძველზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. 4) სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც იგი მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.  5) სახელმწიფოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ამ შემთხვევის რაიმე სახის ყურადსაღები ახსნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ასევე ემსახურებოდა არაკონვენციური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, იგი გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა, მის საქმესთან დაუკავშირებელ, საქმეებზე დამატებითი ინფორმაციების მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა თავისუფლების უფლებასთან კავშირში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საქმე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულს კი ცხადია უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

§  უნდა გათავისუფლდეს თუ არა პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი?

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს.  როგორც აღინიშნა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის საკითხს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონვენციასთან შეუსაბამო “ფარულ მიზნებთან” ერთად, თავდაპირველად ასევე არსებობდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმური მიზნებიც და ამ კუთხით დარღვევა არ დადგენილა. ამასთან, ევროპული სასამართლო ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არ/ვერ შეაფასებდა ადგილობრივი სასამართლოების იმ გადაწყვეტილებების შესაბამისობას კონვენციის მოთხოვნებთან, რომელთა საფუძველზეც  ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დღეის მდგომარეობით იხდის სასჯელს.

§  როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რა არის ხელისუფლების ვალდებულებები?

სახელმწიფო ვალდებულია მოსარჩელეს მისი უფლებების დარღვევის გამო გადაუხადოს კომპენსაცია 4 000 ევროს ოდენობით. თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ამით არ ამოიწურება. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიღებს სპეციალურ რეზოლუციას, რომელშიც გაწერილი იქნება  ის ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები, რომელთა შესრულება აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების სათანადოდ აღსასრულებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ ფაქტის ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება, რომელიც საფუძვლად დაედო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დადგენას. გადაწყვეტილების აღსრულების ზოგად ღონისძიებად ასევე მიჩნეულ შეიძლება იქნეს გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ადგილობრივმა სასამართლოებმა მომავალში სხვა მსგავს საქმეებზე, წინასწარი პატიმრობის გამოყენებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, სათანადოდ დაასაბუთონ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საფუძვლიანობა.

§  ვანო მერაბიშვილის სტატუსი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი ?

ევროპულ სასამართლოს ვანო მერაბიშვილისთვის არ მიუნიჭებია და ვერც მიანიჭებდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსს. პოლიტიკური პატიმრის ცნების საყოველთაოდ აღიარებული განმარტება და პოლიტიკური პატიმრის სამართლებრივი სტატუსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არ არსებობს და ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არ ადგენს არის თუ არა პირი პოლიტიკური პატიმარი.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების შემდგომ  საზოგადოებაში წარმართულ დისკუსიებს მის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევასთან დაკავშირებით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამგვარი დისკუსია არ წარმოადგენს გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარის შეფასებას და რჩება პოლიტიკური შეფასებების კონტექსტში. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მითითებით, კონვენციასთან შეუსაბამო “ფარულ მიზნებთან” ერთად, ასევე არსებობდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმური მიზნებიც. ამასთან, ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არ შეფასებულა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მისი ბრალეულობა თუ უდანაშაულობა კონკრეტულ ქმედებებში.

მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები კიდევ ერთხელ იქნა გამოვლენილი. კერძოდ, ზოგად პრობლემად ისევ რჩება ადგილობრივი სასამართლოების მიერ  წინასწარი პატიმრობის გაგრძელების სათანადოდ დასაბუთება. საგამოძიებო ორგანოები თავის საქმიანობის განხორციელებისას არ მოქმედებენ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამავდროულად არ ძალუძთ ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებული დარღვევები. ამასთან, პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ აქვთ გააზრებული მათი მაღალი პასუხისმგებლობა ქვეყანაში თითოეული ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის პრევენციის და დარღვევის შემთხვევაში მათი აღმოფხვრის აუცილებლობასთან დაკავშირებით", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

წყარო
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

19:27; 16 ნოემბერი, 2025
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:04; 16 ნოემბერი, 2025
სამართალი

„ახალგზრდა ადვოკატები“ შპს „ორბი ჰოლდინგის“ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს

14:17; 16 ნოემბერი, 2025
სამართალი

შსს: სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო- დაკავებულია სამი პირი

10:26; 16 ნოემბერი, 2025
სამართალი

სისხლიანი დაკრძალვა: ვინ სცადა “კანონიერი ქურდის” მოკვლა – “იახტაზე დამცირება არ აპატია…”

17:58; 15 ნოემბერი, 2025

პაატა ბურჭულაძის პარტია ნინო კუზანოვამ დატოვა

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ყველა სიახლე

საზოგადოება

თბილისში ჰაერის ხარისხი საფრთხის ზღვარს სცდება

10:45; 17.11.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

10:33; 17.11.2025
საზოგადოება

ვინ არის არასრულწლვანი გოგო, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება

10:28; 17.11.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესი – სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე

10:22; 17.11.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

10:10; 17.11.2025
პოლიტიკა

ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსში ცვლილებები შედის_შსს-ს ინიციატივა ბიუროზე დღეს დაინიცირდება

10:05; 17.11.2025
პოლიტიკა

“პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება “Erasmus +”-ით ვერ ისარგებლებს”

19:57; 16.11.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

19:27; 16.11.2025
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ზამთრის საბურავებით გადაადგილების ვალდებულებასთან დაკავშირებით ცვლილებები

18:05; 16.11.2025
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:04; 16.11.2025
საზოგადოება

ერთ-ერთ რესტორანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

15:20; 16.11.2025
საზოგადოება

უამინდობის გამო ქუთაისში Wizz Air-ის ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი თბილისში დაჯდა

15:10; 16.11.2025
მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიარეისები გაუქმდა (უცხოეთი)

15:04; 16.11.2025
სამართალი

„ახალგზრდა ადვოკატები“ შპს „ორბი ჰოლდინგის“ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს

14:17; 16.11.2025
საზოგადოება

როდის გაანათებენ გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანს

14:02; 16.11.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

15:07; 15.11.2025
0

default

“ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

14:54; 14.11.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო