საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სტრასბურგში საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ქართველ მოწმეთა მოსმენა გაემართა.
აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 33 ქართველ მოწმეს მოუსმინა.
მოწმეთა ვინაობა, მათი დაკითხვის დრო, ეპიზოდები თუ სხვა დეტალები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მკაცრად კონფიდენციალურია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე საქართველო რუსთის წინააღმდეგ (II) ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს იუსტიციის სამინისტრო იცავს“, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: