“ორი გზა გაქვთ _ ან უნდა იდგეთ ხალხის გვერდით, ან დარჩეთ იმ ჭაობში, რომელშიც ხართ. თბილისის მოსახლეობამ ამ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა. ერთ მშვენიერ დღეს ეს გურიაშიც მოხდება”.
სალუქვაძემ ბოლო პერიოდში ქალაქში დაწყებული არქიტექტურული მშენებლობები დაიწუნა და იკითხა, სად გაქრა ისტორიული მუზეუმის წინ მდგარი ბიუსტები: _ მეორე მსოფლიო ომის გმირების ბიუსტი ისე გააქრეს, რომ არავინ არაფერი არ თქვა და იქ ახლა, სადაც ისტორიული მუზეუმია, ტუალეტის მშენებლობაა წამოწყებული, _ თქვა თემურ სალუქვაძემ.
იგი წყლის პრობლემებსაც შეეხო: _ მიუხედავად იმისა, რომ მილიონები დაიხარჯა ამ პრობლემის მოგვარებაში, პრობლემა პრობლემად დარჩა და მოსახლეობას წყალი ხან გრაფიკით მიეწოდება და ხან კიდევ საერთოდ არ მოდის.