საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიტვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მასთან საუბრისას საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს.
"საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას. არცერთ წევრ სახელმწიფო საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ეს იყო ყველაზე პოზიტიური შეხვედრა. სავარაუდოდ, საბჭოშიც და პარლამენტშიც ერთდროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას" – ასე მიპასუხა კითხვაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენმა დიდმა მეგობარმა ლინას ლინკევიჩიუსმა.
"არიან წევრები, რომლებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები აღელვებთ, მაგრამ ისინიც კი აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამბობენ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. გადაწყვეტილებას დღეს არ ველოდით. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედით, უაღრესად პოზიტიური იყო. სამწუხაროდ ე.წ."დედლაინები" არ გვაქვს, მაგრამ ადრეული შემოდგომა – მე ასე მგონია" – ეს კი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხია ჩემს კითხვაზე", _ წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.