იორდანიისა და სირიის საზღვარზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ლტოლვილების ბანაკის სიახლოვეს მოხდა.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად იორდანიის 6 მესაზღვრე დაღუპა, ხოლო 14 დაიჭრა.
მაუწყებლის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიას "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.