ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება – თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებს, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლო დაემატება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის, რომელიც მთავრობის ინიციატივაა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, სამოქმედო ტერიტორიების გაზრდა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას შეესაბამება, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონულ ცენტრებში მოქმედებს.
ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმებზეც გავრცელდება – მცირდება იმ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც პიროვნების ნაფიც მსაჯულად შერჩევის ზღუდავდა. კერძოდ, ჩამონათვალიდან ამოდის განსაზღვრული პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.
საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.