ქალაქ ოზურგეთში, სხვა სამუშაოებთან ერთად, ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 30-წლიანი პაუზის შემდეგ, სანაპიროზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება, რის შედეგადაც ქალაქის ქუჩებში სატვირთო მანქანები აღარ იმოძრავებენ. შემოვლითი გზის მეშვეობით ქალაქში საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.
დღეს გზისა და გზაგამტარის აღდგენითი სამუშაოები ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა. სამუშაოები, რომელიც ჟღენტისა და სანაპიროს ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს, აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი ავტოსადგურიც აღდგება.
სანაპიროს ქუჩის აღდგენის პარალელურად, მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. მდინარე საფრთხეს სანაპიროსთან არსებულ დასახლებასა და 8 მრავალბინიან კორპუსს უქმნიდა _ იტბორებოდა როგორც კერძო სახლები, ასევე, კორპუსების პირველი სართულები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას დატბორვის საფრთხე აღარ დაემუქრება.
(R)