"ცნობილი ისტორიკოსის ქველი ჩხატარაიშვილის "გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან" ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნაშრომია.
გურიის მაგალითზე ნაჩვენებია საქართველო რუსეთის ურთიერთობანი და თუ როგორი მეთოდებით ცდილობდა ეს მზაკვარი იმპერია ჩვენი დაქუცმაცებული ქვეყნის დამორჩილება-ჩაყლაპვას.
ამონარიდი ნაშრომიდან: "საქართველოში მეფის რუსეთის ბიუროკრატიული ადმინისტრაციის დიდ ნაწილს საეჭვო ყოფაქცევისა და შებღალული რეპუტაციის გაუმაძღარი და მომხვეჭელი პირები შეადგენდნენ. ცარიზმის ოფიციალური ისტორიკოსის ა. ბერჟეს სიტყვით, რუსეთიდან საქართველოში ისეთ მოხელეებს გზავნიდნენ, რომლებიც ბოროტმოქმედებას კი არ ებრძოდნენ, არამედ ხელს უწყობდნენ და ქართველი ხალხი ამით მძიმედ იტანჯებოდა… რუსეთიდან ამ მხარისკენ დაიძრა "ხეპრე და თავხედი ჯიშის" პირთა დიდი რაზმი, რომლებიც საქართველოში უხეშად და თავხედურად იქცეოდნენ, იყვნენ მექრთამეები, ქურდები და მძარცველები… ბებუთოვის სიტყვით "საქართველოში ბევრი უპერანგოდ მოდიოდა და რუსეთში კაპიტალით ბრუნდებოდა".
ირაკლი მახარაძე
შენიშვნა: გამოყენებულია ანტონ გოჩიაშვილის ნახატი