საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე 2016 წლის გამორჩეულ ადამიანად დასახელდა.
როგორც პარლამენტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, კეკელიძეს სიგელი საზოგადოება "ამაგდარმა" გადასცა.
"დღეს, თუმანიშვილის თეატრში, 2016 წლის გამორჩეული ადამიანის სიგელი გადაეცა. საზოგადოება "ამაგდარი" ამ ჯილდოს ხალხის გამოკითხვის შედეგად გასცემს", _ აღნიშნულია პარლამენტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელიც გიორგი კეკელიძის ფოტოსთან ერთად ქვეყნდება.