ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟისა და გერმანული კომპანია "დოიჩე ბიორზის" გაერთიანების თაობაზე გაცხადდა, რომელიც ფრანკფურტის ბირჟის მფლობელია.
ახალი კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა იქნება და მისი კაპიტალის ნახევარზე მეტი გერმანული იქნება.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას "ამერიკული კაპიტალიზმის ციდატელს" უწოდებენ. მან 219 წლის წინათ მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფასიანი ქაღალდით დაიწყო ვაჭრობა. ახლა ნიუ-იორკის ბირჟაზე ათასობით ცნობილი კომპანიის აქციებით ვაჭრობენ.
მიუხედავად ამისა, ამჟამად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას რთული დღეები უდგას. ბოლო წლების განმავლობაში ის სერიოზულად შეავიწროვეს იმ ფირმებმა, რომლებიც აქციებით ელექტრონულად ვაჭრობენ. ბოლო წლებში ნიუ იორკის ბირჟაზე ტრეიდერების რაოდენობაც 3 ათასიდან 1 300-მდე შემცირდა.
გერმანული და ამერიკული ბირჟების შერწყმა არა მხოლოდ აქციებით ელექტრონულ ვაჭრობაზე პასუხი, არამედ ბიზნესის გლობალიზაციის გამოვლინებაცაა.
გაერთიანებულ ბირჟებს უფრო დიდი შესაძლებლობები და სამოქმედო არეალი ექნებათ. ნიუ-იორკისა და გერმანიის ბირჟების შერწყმის შესახებ მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობდა, თუმცა, ის უკვე დასასრულს მიუახლოვდა.