_ პარლამენტის ახალი შენობა არის თანამედროვე, გამჭვირვალე და საქართველოს სიმბოლო. სასწაული მოახდინეს მუშებმა და შენობა სწრაფად დაასრულეს. ვინც ჩასაფრებულია, მათ გასაგონად ვამბობ: შესაძლოა პარლამენტის ახალ შენობაში წყალი ჩამოვიდეს და ქარმა სახურავი გადახადოს, ეს მოსალოდნელია, რადგან ეს შენობა, ჩვენი ახალი საქართველოს მსგავსად, დაუსრულებელია. ყველას ვეუბნებოდი, რომ გაეთვალისწინებინათ უსაფრთხოების წესები. გუშინ არამიანცის საავადმყოფოშიც ჩამოინგრა და იქაც მსხვერპლი იყო. ყველა მშენებლობის ხელმძღვანელებზე უნდა ღიძრას სისხლის სამართლის საქმე, სადაც კი ასეთი ფაქტი მოხდება. მე ვარ ამ თემაზე გაბრაზებული. მეორეს მხრივ, ჩვენ ბევრად უნდა გადავამზადოთ ჩვენი სპეციალისტები, _ განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.
“ნეწპრესს”-ის ინფორმაციით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ პარლამენტის ნგრევის შედეგად 20-მდე მუშაა დაშავებული. თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმ ინფორმაციასაც უარყოფენ, რომ დაშავებულები სწორედ მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ამ დრომდე დაშავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.