ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება მათთვის სრულიად მიუღებელია.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. "ქრონიკის" თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია "იმედში", _ აღნიშნულია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა განცხადებაში.
სეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად დღეს ნანა ლეჟავა დაინიშნა.