ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავას დანიშვნა ისევ განხილვის თემაა. საინოფრმაციოს ჟურნალისტები არხის ხელმძღვანელობიდან განმარტებებს ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათ ეს ინფორმაცია სააგენტოებისგან გაიგეს:
"თათბირი 7-ზე დაინიშნა და არ ითქვა რა საკითხზე, ამ დროს დაიდო ნიუსი და დააშეარეს და გვილოცავდნენ, იქნებ ჩვენიც გაიგოთ? რას გვილოცავდნენ ვერ გავიგეთ, რატომ მოხსნეს თაბაგარი ვერ გავიგეთ, როცა წინა დღეებში თათბირებზე სხვა განცხადებები კეთდებოდა. ჰოდა ჩვენ გვაპატიეთ, თუ ცოტა გაუგებრობაში აღმოვჩნდით, წერს თეა სიჭინავა სოციალურ ქსელში იმ კომენტარების პასუხად, რომელთა მიხედვით დამოუკიდებელ კომპანიას ხელმძღვანელის გათავისუფლება და დანიშვნა ყოველთვის შეუძლია", _ აღნიშნავს სიჭინავა.