ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპელ კოლეგებს "დიქტატორობაში" დადანაშაულების ბრალდებებზე უპასუხა.
ქარიზმატულმა "ბაწკამ" განაცხადა: "რაც შეეხება მას, ვარდისფერს თუ ცისფერს, რომელმაც დიქტატორი მიწოდა… მგონი, ჯობია, დიქტატორი ვიყო, ვიდრე ცისფერი".
ჟურნალისტების ვერსიით, ლუკაშენკო გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიმდინარე წლის 18 მარტს გარდაცვლილ გიდო ვესტერველს გულისხმობდა, რომელიც თავის არატრადიციულ ორიენტაციას არ მალავდა.
დაპირისპირება ვესტერველთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჰომოსექსუალები ნეგატიურად მოიხსენია.