ბორჯღალოსნებმა ივნისის ტესტ-სერიის მესამე რკენაში ფიჯის 14:3 სძლიეს და ოკეანეთის ისტორიული ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს.
"თუ პირველ ნახევარში გუნდები თითო-თითო ჯარიმით 3:3 დაზავდნენ, მეორე ტაიმის დებიუტშივე ჯერ ხმალაძის ლელოთი გავედით წინ, ხოლო მოგვიანებით ჩვენ მონაგარს კვირიკაშვილმა ორი ჯარიმით კიდევ 6 ქულა მოუტანა და საბოლოოდ ანგარიშით 14:3 გავიმარჯვეთ
ყველას გილოცავთ მოგებას და ოკეანეთის ისტორიული ტურნეს წარმატებულ დასასრულს!", _ აღნიშნულია ქართული რაგბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.