ინგლისის ბანკი მზად არის შეცვალოს ბაზრის არასტაბილურობა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინგლისის ბანკის ხელმძღვანელის, მარკ კარნის თქმით, დიდი ბრიტანეთი ბაზრის არასტაბილურობას მომზადებული შეხვდება.
"ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბაზრის არასტაბილურობაა მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ ამას მოზადებულები შევხვდებით,"_აცხადებს კარნი.
მისივე განხადებით, დიდი ბრიტანეთს დრო დასჭირდება მსოფლიოსთან და ევროკავშირთან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.