უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ გროისმანი დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"დღეს არ არის ერთიანი ევროპისთვის საუკეთესო დღე,თუმცა მიმაჩნია, რომ ევროპა შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას, რადგან ის დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება,"_აცხადებს გროისმანი.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულები რჩებიან.
"ჩვენ, უკრაინელები, ამ ევროპული დემოკრატიული ღირებულებების ერთგულები ვრჩებით. ჩვენ ბევრსაც განვიცდით ჩვენი არჩევანის გამო მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ არა მარტო უკრაინის სუვერენიტეტის, არამედ ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვასაც, გავაგრძელებთ, ბრძოლას ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის,"_განაცხადა გროისმანმა.