ჯონდი ბაღათურიას თქმით, ამ ეტაპზე ის მხოლოდ სააგენტოებზე გავრცელებული ინფორმაციებს ფლობს:
_ ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან, მაგრამ მათ პატრული არ უშვებს. ბიჭები ცდილობენ მეტი ინფორმაცია მიიღონ, მაგრამ ამ დრომდე ვერ ხერხდება შენობასთან ახლოს მისვლა. მე, როგორც მითხრეს ორი ადამიანი დაიღუპა. არ გამოვრიცხავ მეტი იყოს, თუმცა, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს.
ერთი რამ ფაქტია _ ეს არის შედეგი იმ ტექნოლოგიური პროცესის დაჩქარების. ახლა ალბათ ამ ყველაფერს მშენებელს ან სხვას დააბრალებენ და არა იმის, ვისაც ებარა მშენებლობა, _ გვითხრა ჯონდი ბაღათურიამ.