დოგმატური მიდგომები აუცილებლად უნდა გადაისინჯოს, თორემ დაგვენგრა ოჯახი, _ ასე ეხმაურება დავით ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.
"მოკლედ, ინგლისელებმა, გამოექანეთ ლამანშიდან და პადეკალედანო. ახლა უნდა ჩააყენო ეგენი ვიზალიბერალიზაციის რიგში ჩვენს მერე.
ხოლო სერიოზულად თუ ვიტყვით, ძალიან დამაფიქრებელი პრეცედენტია მთელი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისთვის. რაღაც დოგმატური მიდგომები აუცილებლად უნდა გადაისინჯოს, თორემ დაგვენგრა ოჯახი", _ წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.