შოტლანდიაში შესაძლებელია ახალი რეფერენდუმი ჩატარდეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT, შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ მზადება უნდა დავიწყოთ ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად, ინგლისი და უელსი ევროკავშირში დარჩენის წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ შოტლანდიაში მაცხოვრებელი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მათი სახლია და სურთ ევროკავშირი მათი წინამძღოლი იყოს,"_აცხადებს სტარჯონი.
სტარჯონის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შოტლანდიის გასვლა დემოკრატიულად მიუღებელია.
"შოტლანდია ევროკავშირიდან მისი სურვილის წინააღმდეგ გამოიყვანეს, რაც არადემოკრატიულია,"_აცხადებს ის.
როგორც ცნობილია, შოტლანდიაში ამომრჩეველთა 62% ევროკავშირში დარჩენას ემხრობა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გუშინ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.