სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს ,"საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ლაგოდეხისმუნიციპალიტეტშიინაბოტისსადრენაჟეკოლექტორისსარეაბილიტაციოსამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტისფარგლებშიგაიწმინდებაკოლექტორის 4 კილომეტრიანიმონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და400 ჰექტარფართობზესადრენაჟემომსახურება აღდგება. შედეგად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ჭაბუკიანი, ქალქვა, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი) მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეოდანიშნულებით გამოყენებას შეძლებს.
,"დღეისათვის კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული მასშტაბის სამუშაოები ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი,"– აღნიშნა ოთარ დანელიამ.
2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.
სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
R