უზბეკეთის დედაქალაქში, საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის წინ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაშკენტში ლადას, ვოლგას, მოსკვიჩის ფირმის მანქანების მოძრაობას ქუჩებში ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს.
მაუწყებლის ცნობით, საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული მანქანებით მოძრაობა ხელისუფლებამ მათი შენახვის მიზნით აკრძალა.