საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას ეხმაურება.
"ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ გუშინ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს აღიარებული, თუმცა მე ვუერთდები კონტინენტის ლიდერების მიერ, მომხდარის გამო, გამოხატულ სინანულს.
მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არ არსებობს ევროპული პროექტის ალტერნატივა, რომელიც მშვიდობასა და თანამშრომლობას ისახავს მიზნად და არ არსებობს ეჭვი, რომ ეს პროექტი გაგრძელდება. ეს რეფერენდუმი არ ცვლის ყველაზე მნიშვნელოვანს, ძლიერ რეგიონალურ პოლიტიკურ და ეკონომიკური კავშირს მსოფლიოში და ის კიდევ უფრო გაძლიერდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი წინ ივლის და კიდევ უფრო გაძლიერდება. მომდევნო თვეებში ველოდებით ევროკავშირის ძლიერ ხელმძღვანელობას თავის სამეზობლოში, რაც შეესაბამება ევროკავშირს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში," _ წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.