საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ივლისის დასაწყისში ლანჩხუთშიც დაიდგმება წიგნის ბუდე, სადაც წიგნის მოყვარულებს ექნებათ საშუალება აიღონ ან დატოვონ ნებისმიერი წიგნი. როგორც გიორგი კეკელიძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთ კომპანიასთან, რომლის სახელწოდების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
"მოლაპარაკება გვაქვს ერთ– ერთ კერძო კომპანიასთან და დაახლოებით ივლისის დასაწყისში ვგეგმავთ ლანჩხუთშიც გავაკეთოთ წიგნის ბუდე. ამჟამად კომპანიის სახელწოდებას, მათივე თხოვნით არ გეტყვით, მოგვიანებით კი ესეც ცნობილი გახდება. ადგილი ჯერ არ გვაქვს შერჩეული,"-გვითხრა გიორგი კეკელიძემ.
გიორგი კეკელიძის თაოსნობით, გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ორში, ოზურგეთში და ჩოხატაურში უკვე დაიდგა "წიგნის ბუდე."
მალე მათ რიცხვს ლანჩხუთიც დაემატება.