დღეს დილის 5 საათისთვის ინცინდენტი მოხდა ლანჩხუთის ცენტრში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აცანის წმ. ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტ გაბრიელის ავტომობილი გააჩერა. ამის შემდეგ სასულიერო პირსა და ეკიპაჟს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაუმორჩილებლობის გამო არქიმანდრიტი გაბრიელი საპატრულო ეკიპაჟმა დააკავა და ურეკის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. თვითმხილველის თქმით, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აცანის მონასტრის წინამძღვარს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტის მოკვლევის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.