ჩოხატაურში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში, პროექტის _ "ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებზე ფარგლებში“, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
პროექტის მიზანია კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა მოსახლეობის ინფორმირების გზით. შეხვედრაზე განხილული იყო კიბოს გამომწვევი რისკ-ფაქტორები, სწორი კვების და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა, ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები და კიბოს სკრინინგის პროგრამები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს საქართველოში სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების სახით.